შპს "ენ დი აკადემია":
ვაკანსია: ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
შპს „ენ დი აკადემია“
შპს „ენ დი აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. თუ ეძებთ პროფესიულ გამოწვევებს, გსურთ მუშაობა ჯანსაღ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
-
📍 მისამართი: დ. სარაჯიშვილის ქ. №35ა
-
⏰ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00
🎯 ძირითადი მოვალეობები
-
ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ორგანიზება, დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
-
აკადემიაში ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებების ორგანიზება;
-
სამუშაო სივრცეში საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
-
შრომის უსაფრთხოების სწავლებისა და ინსტრუქტაჟების ორგანიზება და შესაბამისი აღრიცხვის წარმოების უზრუნველყოფა;
-
სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, საშიში შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
-
პირველადი დახმარების ხელმისაწვდომობის, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვისა და შესაბამისი პერსონალის საქმიანობის კონტროლი;
-
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ევაკუაციისა და სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;
-
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა და კომპეტენციის ფარგლებში შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების განახლებაში მონაწილეობა.
🎓 საკვალიფიკაციო მოთხოვნები
-
განათლება: უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სრული ზოგადი განათლების შემდგომი);
-
პროფესიული კვალიფიკაცია: კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი კვალიფიკაცია;
-
სამუშაო გამოცდილება: შრომის უსაფრთხოების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
-
კომპიუტერული უნარები: Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების კარგი ცოდნა;
-
ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ზეპირი); უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, დეტალებზე ორიენტირებულობა, რისკების შეფასებისა და პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარი.
📚 საკონკურსო თემატიკა (საკანონმდებლო ბაზა)
-
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
-
საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“;
-
შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ძირითადი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
-
საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები;
-
სამუშაო სივრცეში უბედური და საშიში შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების ძირითადი მოთხოვნები.
📩 როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@ndacademy.ge