შპს "ენ დი აკადემია"
ვაკანსია: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
შპს „ენ დი აკადემია“
შპს „ენ დი აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. თუ ეძებთ პროფესიულ გამოწვევებს, გსურთ მუშაობა ჯანსაღ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
📍 მისამართი: დ. სარაჯიშვილის ქ. №35ა
⏰ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00
🎯 ძირითადი მოვალეობები
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა, დაგეგმვა და თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია.
სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების კოორდინაცია, სასწავლო კალენდრებისა და მეცადინეობების განრიგების მომზადებისა და შესრულების უზრუნველყოფა.
აპლიკანტთა შერჩევის, სტუდენტთა ჩარიცხვის, სტატუსის მართვის, მობილობის, შეფასებისა და კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია.
პროგრამის ხელმძღვანელებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების საქმიანობის კოორდინაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სტუდენტთა შეფასების, განმეორებითი შეფასების, გასაჩივრებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროცესების კოორდინაცია.
პრაქტიკული კომპონენტის დაგეგმვისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
სტუდენტთა რეესტრის, სასწავლო დოკუმენტაციისა და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში მონაცემების წარმოების კონტროლი.
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის, თვითშეფასებისა და აკადემიის სხვა შესაბამის პროცესებში მონაწილეობა.
🎓 საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
სამუშაო გამოცდილება: პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე.
კომპიუტერული უნარები: Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის უნარი.
ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ზეპირი); უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა, პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
📚 საკონკურსო თემატიკა (საკანონმდებლო ბაზა)
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების მარეგულირებელი აქტები.
📩 როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@ndacademy.ge