შპს "ენ დი აკადემია"
ვაკანსია: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი
შპს „ენ დი აკადემია“
შპს „ენ დი აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. თუ ეძებთ პროფესიულ გამოწვევებს, გსურთ მუშაობა ჯანსაღ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
📍 მისამართი: დ. სარაჯიშვილის ქ. №35ა
⏰ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00
🎯 ძირითადი მოვალეობები
სასწავლო პროცესის ყოველდღიურ ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობა.
სტუდენტთა ჩარიცხვის, სტატუსის მართვის, მობილობისა და პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელება.
სტუდენტთა პირადი საქმეების, სასწავლო დოკუმენტაციისა და დასწრების მონაცემების წარმოება და განახლება.
სტუდენტთა შეფასების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, შეფასების ინსტრუმენტების, მტკიცებულებებისა და პორტფოლიოების აღრიცხვა და შენახვა.
სასწავლო კალენდრების, მეცადინეობების განრიგებისა და მასწავლებელთა სასწავლო დატვირთვის ადმინისტრირებაში მონაწილეობა.
სტუდენტთა ინფორმირება და კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შესაბამის რეესტრებსა და ელექტრონულ სისტემებში მონაცემების დამუშავება და განახლება.
პრაქტიკული კომპონენტისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრაციული წარმოება.
🎓 საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
სამუშაო გამოცდილება: პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
კომპიუტერული უნარები: Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის უნარი.
ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ზეპირი); უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დოკუმენტაციასთან მუშაობის, ინფორმაციის სისტემატიზაციის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
📚 საკონკურსო თემატიკა (საკანონმდებლო ბაზა)
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების მარეგულირებელი აქტები.
📩 როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@ndacademy.ge