საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

ავტორი: ND Academy

შპს "ენ დი აკადემია":

ვაკანსია: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

შპს „ენ დი აკადემია“

შპს „ენ დი აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. თუ ეძებთ პროფესიულ გამოწვევებს, გსურთ მუშაობა ჯანსაღ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

  • 📍 მისამართი: დ. სარაჯიშვილის ქ. №35ა

  • ⏰ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00

🎯 ძირითადი მოვალეობები

  • აკადემიის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის პროცესის ორგანიზება და მართვა;

  • კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია, გადანაწილება და შესრულების ვადების კონტროლი;

  • პერსონალის, სტუდენტების, მსმენელებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების პირადი საქმეების წარმოება და განახლება;

  • ბრძანებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების გაფორმება, სისტემატიზაცია და არქივირება;

  • შვებულებებისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;

  • პერსონალის შერჩევის, კვალიფიკაციის შესაბამისობის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების პროცესების ორგანიზება;

  • ახალი თანამშრომლების სამუშაო გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესების კანონმდებლობისა და აკადემიის შიდა რეგულაციების შესაბამისად წარმართვა;

  • აკადემიის სტრატეგიული და სამოქმედო დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;

🎓 საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების ან ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • კომპიუტერული უნარები: Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების კარგი ცოდნა;

  • ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ზეპირი); უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • პიროვნული უნარები: ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კონფიდენციალურობის დაცვა, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ვადების დაცვა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

📚 საკონკურსო თემატიკა (საკანონმდებლო ბაზა)

  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

  • საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;

  • საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის მარეგულირებელი ძირითადი მოთხოვნები;

  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები.

📩 როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი?

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@ndacademy.ge