ჩვენ შესახებ

აკადემიის შესახებ

შპს ,,ენ დი აკადემია“ დაფუძნდა 2025 წლის 17 ნოემბერს. დაწესებულების დაარსებას წინ უძღვოდა მრავალწლიანი საგანმანათლებლო საქმიანობა.

აკადემიის შექმნის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული კადრების მომზადება.

დაწესებულება ისწრაფვის, უზრუნველყოს თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემო, ხელი შეუწყოს დასაქმების ზრდას და გააძლიეროს კავშირი პროფესიულ განათლებასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის.

აკადემია ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად დასაქმდნენ თავიანთ სფეროში.
სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეეთმობა ინოვაციებს, პროფესიულ განვითარებასა და დამსაქმებლებთან თანამშრომლობას.

მისია / ხედვა

შპს ,,ND_აკადემია“ არის მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა, უზრუნველყოს ხარისხიანი სასწავლო და სამუშაო პირობების შექმნა, ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. მოამზადოს პროფესიული უნარებით აღჭურვილი, მაღალკვალიფიცირი, მრავალპროფილური მიმართულების მქონე სპეციალისტები, რომლებიც წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

აკადემიის ხედვაა 2032 წლისათვის ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ინსტიტუციურად მდგრად და ხარისხზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც უპასუხებს შრომის ბაზრის გამოწვევებსა და კონკურენტუნარიან საგანმანათლებლო სივრცეში დაიმკვიდებს ღირსეულ ადგილს.

ღირებულებები

1. ხარისხი და პროფესიონალიზმი — ყველა პროცესი ხორციელდება დადგენილი სტანდარტებისა და ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმების საფუძველზე.

2. მოქნილობა და ხელმისაწვდომობა — საგანმანათლებლო პროგრამები ხელმისაწვდომია სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის თანასწორობის პრინციპის დაცვით.

3. პარტნიორობა და სექტორული ჩართულობა — პროგრამების დაგეგმვა და განახლება ხორციელდება შრომის ბაზრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

4. ინკლუზიურობა და თანასწორობა — აკადემია უზრუნველყოფს დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოს.

5. უწყვეტი გაუმჯობესება — სტრატეგიული და ოპერაციული გადაწყვეტილებები ეფუძნება მონიტორინგისა და შეფასების შედეგებს.