შპს ,,ენ დი აკადემია“ დაფუძნდა 2025 წლის 17 ნოემბერს. დაწესებულების დაარსებას წინ უძღვოდა მრავალწლიანი საგანმანათლებლო საქმიანობა.
აკადემიის შექმნის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული კადრების მომზადება.
დაწესებულება ისწრაფვის, უზრუნველყოს თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემო, ხელი შეუწყოს დასაქმების ზრდას და გააძლიეროს კავშირი პროფესიულ განათლებასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის.
აკადემია ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად დასაქმდნენ თავიანთ სფეროში.
სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეეთმობა ინოვაციებს, პროფესიულ განვითარებასა და დამსაქმებლებთან თანამშრომლობას.